შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალიოშა სვანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბაჯი, ახლანდელი ამბროლაურის რაიონი. მოისმინა იენის (გერმანია) უნივერსიტეტის ისტორიული ფილოლოგიის ფაკულტეტის კურსი. ამიერკავკასიაში არალეგალურ რევოლუციურ მოღვაწეობას ეწეოდა. 1918-1920წწ. სამოქალაქო ომის მონაწილე. 1921-1924წწ. განათლების სახალხო კომისარი და ფინანსთა სახალხო კომისარი; იმავე დროს საქართველოს სსრ საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი. 1924-1937წწ. სსრკ სავაჭრო წარმომადგენლად მუშაობდა გერმანიაში. იყო სსრკ საგარეო ვაჭრობის ბანკის სამმართველოს თავჯდომარე, სსრკ სახელმწიფო ბანკის სამმართველოს თავჯდომარის მოადგილე. ძველი აღმოსავლეთის ისტორიის თვალსაჩინო მკვლევარი. ასურული და ურარტულ წყაროებზე დაყრდნობით ამიერკავკასიის უძველესი ისტორიის ნარკვევი მოამზადა. ჟურნალ ''Вестник древней истории'' პირველი რედაქტორი იყო. სახელმწიფო მოღვაწე. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9-თბ., 1985.-გვ.311 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |