The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალიოშა სვანიძე

ალიოშა სვანიძე
ოფიციალური სახელი:ალექსანდრე სვანიძე
დაბადების თარიღი:1886
გარდაცვ. თარიღი:20 აგვისტო, 1941  (55 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ისტორიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბაჯი, ახლანდელი ამბროლაურის რაიონი. 

მოისმინა იენის (გერმანია) უნივერსიტეტის ისტორიული ფილოლოგიის ფაკულტეტის კურსი. ამიერკავკასიაში არალეგალურ რევოლუციურ მოღვაწეობას ეწეოდა. 1918-1920წწ. სამოქალაქო ომის მონაწილე. 1921-1924წწ. განათლების სახალხო კომისარი და ფინანსთა სახალხო კომისარი; იმავე დროს საქართველოს სსრ საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი. 1924-1937წწ. სსრკ სავაჭრო წარმომადგენლად მუშაობდა გერმანიაში. იყო სსრკ საგარეო ვაჭრობის ბანკის სამმართველოს თავჯდომარე, სსრკ სახელმწიფო ბანკის სამმართველოს თავჯდომარის მოადგილე. ძველი აღმოსავლეთის ისტორიის თვალსაჩინო მკვლევარი. ასურული და ურარტულ წყაროებზე დაყრდნობით ამიერკავკასიის უძველესი ისტორიის ნარკვევი მოამზადა. ჟურნალ ''Вестник древней истории'' პირველი რედაქტორი იყო.  სახელმწიფო მოღვაწე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9-თბ., 1985.-გვ.311

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1903-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: