The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ცირა ქამუშაძე

დაბადების თარიღი:5 ივლისი, 1951  (72 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის I მუსიკალური სასწავლებელი 1971 წელს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1977 წელს(საფორტეპიანო, საკონცერტმაისტერო დაოსტატება).

1979 წლიდან არის ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი(საკონცერტმაისტერო დაოსტატება), 2006 წლიდან ასოცირებული პროფესორი; ლაურეატი მოწაფეები, საკონცერტმაისტერო განხრით: ნ. ჟვანია, ო. ბახუტაშვილი, ი. ლობჟანიძე; ქართული რეპერტუარი: თ. შავლოხაშვილი ვოკალური კვარტეტები(1985, 1986, 1987), კანტატა შექსპირის სონეტების სიტყვებზე, ვოკალური ციკლი"დედა", ს. ნასიძე ვოკალური ციკლი "ქართული ხალხური პოეზიიდან", ო. თაქთაქიშვილი რომანსები: "ქალაქი", "საღამო", "დედა", ა. კერესელიძე რომანსი "ვედრება", ა. ჩიმაკაძე რომანსები, ა. მაჭავარიანი რომანსები, რ. ლაღიძე ლელას არია ოპერა "ლელა", სავიოლინო პოემა; პირველი შესრულება: მ. დიაკვნიშვილი "ლირიკული ტრიპტიქი"(1988), თ. შავლოხაშვილი რომანსები: "ლოცვა", "ო, სიჭაბუკევ", "რისთვის მიყვარხარ", "ციურნი ხმები", დუეტი "რისთვის მიყვარხარ", რ. ქარუხნიშვილი ვოკალური ციკლი "მე მივსდევ შენს ხმას..."(2001), ს. ცინცაძე ვოკალური ციკლი პ. გრუზინსკის ლექსებზე(1985), "საჭიდაო"(1985), ა. მაჭავარიანი ვალსი ბალეტიდან "ოტელო"(1985), რ. ქარუხნიშვილი  ვოკალური ციკლი "გამოთხოვება" გ. ტაბიძის ლექსებზე(2012); გასტროლები: ავსტრია, გერმანია; პიანისტი, კონცერტმაისტერი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 477

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1985 - ამიერკავკასიის მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსი, II პრემია (ბაქო)

გააზიარე: