The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გულიკო ქართველიშვილი

გულიკო ქართველიშვილი
ოფიციალური სახელი:გულნარა ქართველიშვილი
დაბადების თარიღი:19 თებერვალი, 1926
გარდაცვ. თარიღი:10 აგვისტო, 1994  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის I მუსიკალური სასწავლებელი(საფორტეპიანო), ქ. მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია 1948 წელს(ვოკალური), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1958 წელს(ვოკალური).

1943–1944წწ. სწავლობდა თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში; 1951 წლიდან იყო თბილისის საოპერო სტუდიის სოლისტი; 1959 წლიდან თბილისის II მუსიკალრუი სასწავლებლის პედაგოგი(ვოკალი); 1962 წელს სტაჟირება გაიარა იტალიაში, პედაგოგები ჯ. ფავარეტო, ჯ. ბარა, ჯ. სიმიონატო, მ. ლეოპარდი; 1958 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი(ვოკალი), პროფესორი; მოწაფეები: ი. ბოჭოიძე, ნ. გლუნჩაძე, მ. ეგაძე, მ. თომაძე, ჯ. ისრაელიანი, ტ. კონდრატიუკი, მ. მაღლაფერიძე, რ. მექვაბიშვილი, ე. სოლოდკო, ც. ტატიშვილი, მ. ჩიხრაძე, თ. ჯოხთაბერიძე; ქართული რეპერტუარი: ეთერი(ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", თბილისის კონსერვატორიის საოპერო სტუდია, ზ. ანჯაფარიძესთან ერთად), ქართული რომანსები, მათ შორის: დ. არაყიშვილი, ი. ტუსკია, რ. ლაღიძე, ა. მაჭავარიანი; სხვა რეპერტუარი: თბილისის კონსერვატორიის საოპერო სტუდიის სცენაზე: ზემფირა(რახმანინოვი "ალეკო"), ტატიანა(ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი"), რუსული კლასიკური რომანსები: გლინკა, ჩაიკოვსკი, რახმანინოვი, შაპორინი, პროკოფიევი, შვედოვი, ვლასოვი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 477

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: