The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ ქართველიშვილი

ნიკოლოზ ქართველიშვილი
დაბადების თარიღი:30 მაისი, 1872
გარდაცვ. თარიღი:30 მაისი, 1922  (50 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:დირიჟორი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის გიმნაზია, განათლება მიიღო ჯერ მოსკოვის, შემდეგ პარიზის კონსერვატორიაში.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ აქტიურად მონაწილეობდა მუსიკალურ–საზოგადოებრივ ცხოვრებაში; იყო "ქართული ფილარმონიული საზოგადოების" დაარსების(1905) ერთ–ერთი მოთავე, "ქართული დრამატული საზოგადოების" თავმჯდომარე, "წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" აქტიური წევრი; საკუთარი ხარჯით დააარსა "ახალგაზრდა მომღერალთა გუნდი"(რომელშიც მოგვიანებით ს. კავსაძე მღეროდა); ქართულ ენაზე თარგმნილი ოპერის პირველი დირიჟორი და რეჟისორი; 1920–1921წწ. იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის კომისარი; მისი თაოსნობით დაიდგა ბევრი სპექტაკლი, მათ შორის კომპოზიტორ გოგნიაშვილის პირველი ქართული ოპერა "ქრისტინე"; დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართველი საოპერო მომღერლების აღზრდაში; მატერიალურ დახმარებას უწევდა ქართველ მსახიობებს; მუსიკალურ–საზოგადო მოღვაწე.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 478


გააზიარე: