Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკოლოზ ქართველიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის გიმნაზია, განათლება მიიღო ჯერ მოსკოვის, შემდეგ პარიზის კონსერვატორიაში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ აქტიურად მონაწილეობდა მუსიკალურ–საზოგადოებრივ ცხოვრებაში; იყო "ქართული ფილარმონიული საზოგადოების" დაარსების(1905) ერთ–ერთი მოთავე, "ქართული დრამატული საზოგადოების" თავმჯდომარე, "წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" აქტიური წევრი; საკუთარი ხარჯით დააარსა "ახალგაზრდა მომღერალთა გუნდი"(რომელშიც მოგვიანებით ს. კავსაძე მღეროდა); ქართულ ენაზე თარგმნილი ოპერის პირველი დირიჟორი და რეჟისორი; 1920–1921წწ. იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის კომისარი; მისი თაოსნობით დაიდგა ბევრი სპექტაკლი, მათ შორის კომპოზიტორ გოგნიაშვილის პირველი ქართული ოპერა "ქრისტინე"; დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართველი საოპერო მომღერლების აღზრდაში; მატერიალურ დახმარებას უწევდა ქართველ მსახიობებს; მუსიკალურ–საზოგადო მოღვაწე. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 478
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |