The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიგლა ქაცარავა

ოფიციალური სახელი:გიორგი ქაცარავა
დაბადების თარიღი:16 მაისი, 1971  (52 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია 1994 წელს(საფორტეპიანო), პარიზის კონსერვატორია 1997 წელს.

სწავლა გააგრძელა პარიზში(ასპირანტურა), პარალელურად ვაიმარის უმაღლეს საშემსრულებლო სკოლაში(ასპირანტურა) "საკონცერტო შემსრულებლის დიპლომით", პედაგოგი ლ. ბერმანი(ფორტეპიანო); 2001 წლიდან არის პარიზის ხელოვნების უმაღლეს სკოლაში ჯ. ფრემის ასისტენტი, 2002 წლიდან პროფესორი; მოწაფეები საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები: იოკო კოჯირი, კაი შირაკი, ფუმიკო მაცუშიმა, მიო ნაგატა, სოფია გულბადამოვა, ლ. ჰილსდორფი; ატარებს მასტერკლასებს საფრანგეთში, იაპონიაში, აშშ–ში, ბრაზილიაში, ესპანეთში; მონაწილეობს ფესტივალებში: რადიო–ფრანსე მონპელიეში, კარმიელის(ისრაელი), ბონევილის კამერული მუსიკის(აშშ), Piano a Saint-Ursanne(შვეიცარია); გამოდის მსოფლიოს სხვადასხვა საკონცერტო დარბაზებში; გასტროლები: აშშ, ბრაზილია, იაპონია, ვიეტნამი, ისრაელი; რეპერტუარი: რახმანინოვი, სკრიაბინი, პროკოფიევი, შოპენი, ბრამსი, მენდელსონი, დებიუსი; პიანისტი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 487



გააზიარე: