Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თემურ ქევხიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ახალსოფელი, ყვარლის რაიონი. დაამთავრა თბილისის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებელი 1958 წელს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1966 წელს (გუნდის დირიჟორი). 1961–1976წწ. იყო ანსამბლ "გორდელას" ერთ–ერთი დამაარსებელი და წევრი; წლების მანძილზე ლოტბარი და ხელმძღვანელი: 1966–1970წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვაჟთა გუნდი, ანსამბლი "ოროველა", 1980–1985წწ. ანსამბლი "იმედი", 1986 წლიდან თბილისის პიონერთა სასახლის საგუნდო ანსამბლი, ამავე წელს ბიჭუნათა ანსამბლი "დარიალი", ვოკალური ანსამბლი "ჟურნალისტი"; იყო ანსამბლ "რუსთავის" სოლისტი; 1981–1990წწ. საქართველოს ტელერადიო გადაცემების "ქართული ხალხური სიმღერების გაკვეთილები" ავტორი და წამყვანი; ქართული რეპერტუარი: ქართული ხალხური სიმღერები, საგალობლები, ო. თაქთაქიშვილი ორატორია "ნიკოლოზ ბარათაშვილი" (1970, პირველი შესრულება ანსამბლ "გორდელასთან" ერთად), ნ. სვანიძე ორატორია "ფიროსმანი"(1972, პირველი შესრულება ანსამბლ "გორდელასთან" ერთად); გასტროლებით შემოიარა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა; 2013 წლის 11 ივნისს ფონდმა "ქართული გალობა" თემურ ქევხიშვილი "საუკუნის ხმად" აღიარა. ლოტბარი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 487 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |