Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ელიზბარ მაისურაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი სასირეთი, კასპის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი 1949 წელს. პირველი მოთხრობა "ორი მეგობარი" 1948-1949 წ. გამოაქვეყნა, პირველი წიგნი "მოთხრობები" - 1951 წელს. ავტორია მოთხრობებისა და ნარკვევების კრებულებისა: "გარდატნელი მაყრები" (1955), "ქართლის საღამოები" (1957), "სევასტოპოლის დღეები" (1963), "ჭადრებად ქცეული ვაჟკაცები" (1971), "ქარბორბალა" (1975), "ქერჩი 1943" (1976), და სხვ., რომანებისა: "დაკარგული ოცნებები" (1972), "ოთხი წელი ჭექა-ქუხილში" (1977). მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, სომხურ, ოსურ, ჩეხურ ენებზე. 1941-1945წწ. ომის მონაწილე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.367; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.467-468 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |