The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ საკანდელიძე

ზურაბ საკანდელიძე
დაბადების თარიღი:9 აგვისტო, 1945
გარდაცვ. თარიღი:25 იანვარი, 2004  (58 წლის ასაკში)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1969 წელს.

1963-1975წწ. იყო  თბილისის "დინამოსა" და 1965-1973წწ. სსრკ ნაკრების წევრი; კალათბურთელი.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.770; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.315

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მსოფლიოს სიმბოლური ნაკრები, წევრი (1967-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი
  • 1996 - ღირსების ორდენი
  • 1973 - ევროპის ჩემპიონატი, ბრინჯაოს პრიზიორი
  • 1972 - მიუნხენის ოლიმპიური თამაშები, ჩემპიონი
  • 1971 - ევროპის ჩემპიონი
  • 1970 - მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი
  • 1969 - სსრკ თასის მფლობელი
  • 1969 - ევროპის ჩემპიონი
  • 1968 - მეხიკოს ოლიმპიური თამაშები, ბრინჯაოს პრიზიორი
  • 1967 - საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი
  • 1967 - მსოფლიოს ჩემპიონი
  • 1967 - ევროპის ჩემპიონატი, საუკეთესო მცველი
  • 1967 - ევროპის ჩემპიონი
  • 1965 - ევროპის ჩემპიონი
  • სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი

გააზიარე: