შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვიქტორ სანეევი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი 1969 წელს და საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი 1973 წელს. მძლეოსნობაში ვარჯიში 1956 წელს სოხუმშივე, განთიადის სკოლაში დაიწყო, ცნობილი მწვრთნელის აკოფ ქერსელიანის მეთვალყურეობის ქვეშ. თავიდან ვარჯიშობდა სიმაღლეზე ხტომაში, თუმცა 6 წლის შემდეგ ქერსელიანის რჩევით, სამხტომში ვარჯიში დაიწყო. პირველი ჯილდო მალევე, 1963 წელს მოიგო, როცა მოსწავლეთა საკავშირო სპარტაკიადაზე მესამე ადგილი დაიკავა; ოთხი ოლიმპიადის მონაწილე; სპორტული სამყაროს უთვალსაჩინოესი წარმომადგენელი; ყველაზე მეტი ოლიმპიური მედლის მფლობელი საქართველოს სპორტსმენთა შორის; მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენი, ევროპის რვაგზის ჩემპიონი და ორგზის მეორე პრიზიორი 1969-1977წწ; სსრკ ექვსგზის ჩემპიონი; 2001 წელს დაასახელეს მამაკაცთა შორის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მწვრთნელი - ა. კერესელიანი; 2005 წელს დაჯილდოებულ იქნა ათლეტთა ფედერაციების საერთაშორისო ასოციაციის (IAAF) ვერცხლის მედლით სპორტული მიღწევებისა და სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის; ცხოვრობდა ავსტრალიაში; საბჭოთა კავშირის და ოლიმპიური ოქროს მედლების გარდა სანეევს მოგებული აქვს ათენის (1969) და რომის (1974) ევროპის ჩემპიონატები; ქართველი მძლეოსანი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი სამხტომში. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.785; sport.gov.ge; adjarasport.com; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ. 141 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |