The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვიქტორ სანეევი

ვიქტორ სანეევი
დაბადების თარიღი:3 ოქტომბერი, 1945
გარდაცვ. თარიღი:3 იანვარი, 2022  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი 1969 წელს და საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი 1973 წელს.

მძლეოსნობაში ვარჯიში 1956 წელს სოხუმშივე, განთიადის სკოლაში დაიწყო, ცნობილი მწვრთნელის აკოფ ქერსელიანის მეთვალყურეობის ქვეშ. თავიდან ვარჯიშობდა სიმაღლეზე ხტომაში, თუმცა 6 წლის შემდეგ ქერსელიანის რჩევით, სამხტომში ვარჯიში დაიწყო. პირველი ჯილდო მალევე, 1963 წელს მოიგო, როცა მოსწავლეთა საკავშირო სპარტაკიადაზე მესამე ადგილი დაიკავა; ოთხი ოლიმპიადის მონაწილე; სპორტული სამყაროს უთვალსაჩინოესი წარმომადგენელი; ყველაზე მეტი ოლიმპიური მედლის მფლობელი საქართველოს სპორტსმენთა შორის; მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენი, ევროპის რვაგზის ჩემპიონი და ორგზის მეორე პრიზიორი 1969-1977წწ; სსრკ ექვსგზის ჩემპიონი; 2001 წელს დაასახელეს მამაკაცთა შორის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მწვრთნელი - ა. კერესელიანი; 2005 წელს დაჯილდოებულ იქნა ათლეტთა ფედერაციების საერთაშორისო ასოციაციის (IAAF) ვერცხლის მედლით სპორტული მიღწევებისა და სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის;  ცხოვრობდა ავსტრალიაში; საბჭოთა კავშირის და ოლიმპიური ოქროს მედლების გარდა სანეევს მოგებული აქვს ათენის (1969) და რომის (1974) ევროპის ჩემპიონატები; ქართველი მძლეოსანი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი სამხტომში.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.785; sport.gov.geadjarasport.comწიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ. 141

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2005 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1999 - ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი
    საერთაშორისო სპორტულ და ოლიმპიურ მოძრაობაში, მსოფლიო არენაზე საქართველოს სპორტული და ინტელექტუალური პოტენციალის წარმოჩენაში ახალგაზრდა თაობათა ეროვნულ-პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და პირადი ფენომენალური სპორტული მიღწევებისათვის
  • 1998 - ღირსების ორდენი
    საქართველოში სპორტის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, ოლიმპიურ თამაშებზე, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებში მიღწეული მაღალი სპორტული მაჩვენებლებისა და სპეციალისტთა აღზრდაში მნიშვნელოვანი დამსახურებისათვის
  • 1982 - საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი , ვერცხლის მედალი
  • 1980 - მოსკოვის ოლიმპიადა, მეორე პრიზიორი
  • 1976 - ოლიმპიური ჩემპიონი (მონრეალი)
  • 1976 - ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • 1975 - სსრკ ხალხთა სპარტაკიადა, გამარჯვებული
  • 1975 - ევროპის თასის მფლობელი
  • 1973 - მსოფლიო უნივერსიადა, ჩემპიონი
  • 1973 - ევროპის თასის მფლობელი
  • 1972 - ოლიმპიური ჩემპიონი (მიუნხენი)
  • 1971 - მსოფლიო უნივერსიადა, ჩემპიონი
  • 1971 - სსრკ ხალხთა სპარტაკიადა, გამარჯვებული
  • 1969 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1968 - ოლიმპიური ჩემპიონი (მეხიკო)
  • 1968 - სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი
  • 1967 - ევროპის თასის მფლობელი

გააზიარე: