The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლაშა მებუკე

ლაშა მებუკე
დაბადების თარიღი:1964  (60 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ფინანსისტი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი 1986 წელს; დაამთავრა ქ. ჰარვარდის ბიზნესის სკოლა 2000 წელს.

1986 წელს მოღვაწეობა დაიწყო ქართულ-გერმანულ ერთობლივ საწარმო "აიტში" ფინანსურ დირექტორად; 1990-1993წწ. იყო სადაზღვევო კომპანია "ალდაგის" ფინანსური დირექტორი; 1993-1994წწ. - სააქციო კომერციული ბანკის "პონტო-პოლისის" გამგეობის თავმჯდომარე; 1994-1996წწ. - შპს "TNTK Georgia"- ს ფინანსური დირექტორი; 2000 წლიდან შპს "ს.უ. პ-ის" გენერალური დირექტორია.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.786

 


გააზიარე: