შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით სულაქველიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1979 წელს. 1979-1980წწ. მუშაობდა საქართველოს პროკურატურის ორგანოებში გამომძიებლად; 1981 წლიდან ეწევა სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტში და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში; გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო შრომები; 1996 წლიდან მუშაობდა საქართველოს პარლამენტში; საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი; 1996-1999წწ. სამართლებრივი რეფორმების სამთავრობო კომისიის სისხლის სამართლის კოდექსის შემმუშავებელი ქვეკომისიის წევრი; 1999-2002წწ. ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარე და სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის თავმჯდომარე; 2002-2012წწ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე; 2010 წლიდან არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სისხლის სამართლის ლექტორი და სისხლის სამართლის კლინიკის ზედამხედველი ლექტორი. მონაწილეობდა საქართველოს კოდექსებისა და სხვა საკანონმდებლო აქტების მომზადებაში. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.786; http://freeuni.edu.ge/node/529 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |