The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მაკარიოსი (ანტიოქიის პატრიარქი)

ოფიციალური სახელი:იბნ ალ-ზაიმ ალ-ჰალაბი ალ-ანტაქი მაკარიოსი
დაბადების თარიღი:16??
გარდაცვ. თარიღი:12 იანვარი, 1672
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

1647 წლიდან ანტიოქიის პატრიარქი. ფინანსური დახმარების მიღების მიზნით ორჯერ იმოგზაურა რუსეთში. პირველად 1654-1656 წლებში, (ეს მოგზაურობა აღწერა მისმა ვაჟმა პავლე ალეპოელმა); მეორე მოგზაურობის დროს 1664-1666 და 1669 წლებში საქართველოშიც იყო. დასავლეთ საქართველოში ის აქტიურად ერეოდა ქვეყნის საშინაო ცხოვრებაში, გამოდიოდა ტყვეებით ვაჭრობის წინააღმდეგ. მის მიერ არაბულ ენაზე დაწერილ თხზულებაში შესულია ცნობები დასავლეთ საქართველოს შესახებ.

 წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.370



გააზიარე: