The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნანული სარაჯიშვილი

ნანული სარაჯიშვილი
დაბადების თარიღი:13 იანვარი, 1948  (76 წლის)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1971 წელს.

1971 წლიდან მუშაობს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. მის მიერ შექმნილი სახეები თეატრსა თუ კინოში გამოირჩევა იუმორით, პლასტიკით და მუსიკალობით. ძირითადად ასრულებს სახასიათო როლებს. კინოში შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია მანანა ("მანანა", 1958), ტურფა ("ვერის უბნის მელოდიები", 1973), ვარდო ("უჩინმაჩინის ქუდი", 1976), მარო ("გარიგება", 1993) და სხვა.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.788

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - ღირსების ორდენი
  • 1993 - შავი ზღვის აუზის ქვეყნების საერთაშორისო კინოფესტივალი, "ოქროს არწივი", ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის
    მაროს როლის შესრულებისათვის კინოფილმ "გარიგებაში"
  • 1990 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: