The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მალაქია (აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი)

დაბადების თარიღი:14??
გარდაცვ. თარიღი:15??
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1532 - დაახლოებით 1534 წლიდან და XVI საუკუნის 50-იან წლებში. ადრე ქართლის მთავარეპისკოპოსი იყო. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა კახეთის სამეფოში მცხეთის კუთვნილი მამულების შემომტკიცებას. 1532 წელს კახთა მეფეს ლევანს (1520-1574წწ.) დააბრუნებინა მისაკუთრებული მამულები და დაამტკიცებინა კახეთის ტერიტორიაზე მცხეთის მამულების ერთიანი ახალი სიგელი. დასავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ევდემონთან ერთად მეთაურობდა იმერეთის მეფის ბაგრატ III-ის (1510-1565წწ.) მიერ მოწვეულ საეკლესიო კრებას, რომელმაც მიიღო დადგენილებები ტყვეებით ვაჭრობის აღმოსაფხვრელად და მოსახლეობაში შერყეული ქრისტიანული წეს-ჩვეულებების აღსადგენად.

 წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.384



გააზიარე: