შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მალაქია I (დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი)![]()
ბიოგრაფიადასავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1519 წლიდან XVI საუკუნის 40-იან წლებში. რეზიდენცია ჰქონდა ბიჭვინთის საკათედრო საყდარში. იგი იმერეთის მეფის ბაგრატ III -ის (1510-1565) პოლიტიკური მომხრე იყო დასავლეთ საქართველოს ერთ სამეფოდ გაერთიანების საკითხში. ბაგრატ III-ის ბრძანებით მან 1529 წელს ქუთაისის საეპისკოპო გაყო სამად და დააარსა ხონისა და გელათის ახალი საეპისკოპოები, რომელთა მეთაურები ბიჭვინთის საყდარში აკურთხა. 1533 წელს, როცა გაგრასთან ჯიქების წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველები დამარცხდნენ, იგი ბრძოლის ადგილას გაემგზავრა და ტყვეები ფულით დაიხსნა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.384; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.479-480
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |