შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მალაქია II გურიელი![]()
ბიოგრაფიაგურიის მთავარი 1684-1685 და 1689 წლებში; ქაიხოსრო I გურიელის ძე; 1658-1684წწ. ჯერ შემოქმედის, შემდეგ ჯუმათ-შემოქმედის ეპისკოპოსი; გურიის მთავრად დასვა იმერეთის მეფე ალექსანდრე IV-მ. 1685 წელს ტახტიდან ჩამოაგდო ძმისწულმა ქაიხოსრო II გურიელმა. მალაქია ახალციხის ფაშასთან გაიქცა. ფაშამ იგი გურიაში დააბრუნა, ქაიხოსრო II-ს ფიცი დაადებინა, რომ მალაქიას არაფერს ავნებდა. მაგრამ ქაიხოსრომ ფიცი გატეხა და მალაქია II გურიელი დააბრმავა. 1689 წელს მალაქია ახალციხის ფაშას დახმარებით კვლავ დაეუფლა სამთავრო ტახტს, მაგრამ სამთავროს მართვა ვეღარ შეძლო და გურიის ფეოდალებმა იმავე წელს მთავრად მისი ძმისწული მამია III მიიწვიეს. ახალმა მთავარმა მალაქია II გურიელი კვლავ შემოქმედის ეპისკოპოსად დასვა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.385; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.480
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |