The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გია ფერაძე

გია ფერაძე
ოფიციალური სახელი:გიორგი ფერაძე
დაბადების თარიღი:20 აპრილი, 1948
გარდაცვ. თარიღი:20 დეკემბერი, 1995  (47 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1970 წელს.

სხვადასხვა დროს მუშაობდა: რუსთავის და სოხუმის ქართულ თეატრებში, 1972-19744წწ. კინოსტუდია "ლენფილმში"; 1974 წლიდან იყო შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ქართულ მხატვრულ ფილმში. გადაღებულია ფილმებში: "კედელი"(1966), "განგაში" (ოსიკო, 1968), "მოიტაცეს თამარ ქალი" (ნუგზარი, 1971), "წკიპურტები" (ბიგო, ქურდი, 1973), "არასერიოზული კაცი" (ნიკო, 1980), "ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა" (ლეკო თათაშელი, 1984), "ძალიან პატარა ამბავი" (1995) და სხვ. 2014 წელს გამოვიდა გია ფერაძის ლექსები – "სევდის კრებული".

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.304-305; intermedia.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: