შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვართან სიმონგულოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჩხარი, თერჯოლის რაიონი. დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი 1931 წელს. 1941-1943წწ. იყო ევაკოჰოსპიტალების უფროსის მოადგილე სამედიცინო დარგში. 1947 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე განაგებდა ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ინფექციურ სნეულებათა კათედრას. შეისწავლიდა ინფექციური დაავადებების (გრიპი, ქოლერა, ნაღვლის ინფექციები, ინფექციური ჰეპატიტი, ყბაყურა და სხვა.) კლინიკისა და მკურნალობის საკითხებს, ეწეოდა პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას. ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერების დოქტორი (1940), პროფესორი (1947). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9-თბ., 1985.-გვ.352 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |