The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვართან სიმონგულოვი

დაბადების თარიღი:25 მაისი, 1908
გარდაცვ. თარიღი:1 თებერვალი, 1969  (60 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჩხარი, თერჯოლის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი 1931 წელს. 

1941-1943წწ. იყო ევაკოჰოსპიტალების უფროსის მოადგილე სამედიცინო დარგში. 1947 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე განაგებდა ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ინფექციურ სნეულებათა კათედრას. შეისწავლიდა ინფექციური დაავადებების (გრიპი, ქოლერა, ნაღვლის ინფექციები, ინფექციური ჰეპატიტი, ყბაყურა და სხვა.) კლინიკისა და მკურნალობის საკითხებს, ეწეოდა პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას. ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერების დოქტორი (1940), პროფესორი (1947). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9-თბ., 1985.-გვ.352

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1939-)
  • ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტების საბჭო, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1962 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია

  • ქოლერა : მკურნალობა, პროფილაქტიკა (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1967. - 115გვ.

გააზიარე: