The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



უჩა ჯაფარიძე

უჩა ჯაფარიძე
Date of birth:17 August, 1906
Date of death:6 July, 1988  (at 81 years)
Burial location:საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
Category:Painter, Educator

Biography

დაბადების ადგილი:  სოფელი ღარი, ონის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1931 წელს.

ონის ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ იგი გაემგზავრა თბილისში, სადაც 1922-1924წწ. სწავლობდა მოსე თოიძის სამხატვრო სტუდიაში; 1924 წელს გახდა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტის სტუდენტი; 1925 წელს მამის გარდაცვალების გამო, იძულებული გახდა მიაეტოვებინა სამხატვრო აკადემია და დაბრუნებულიყო სოფელში; თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლის გაგრძელება მან მხოლოდ 1928 წელს შეძლო; 1931 წელს სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, მუშაობა დაიწყო საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილებაში, მაგრამ ამასთანავე განაგრძობდა დამოუკიდებელ შემოქმედებით საქმიანობასაც; მან რამდენიმეჯერ მიიღო მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მოწყობილ ექსპედიციებში, რამაც შესაძლებლობა მისცა მოეგროვებინა მდიდარი მასალა თავისი შემოქმედებისათვის; 1933 წელს გაემგზავრა მოსკოვში და მუშაობა დაიწყო საბჭოთა კავშირის ხალხთა მუზეუმში, ამასთანავე სწავლას განაგრძობდა გამოჩენილი რუსი მხატვრების ხელმძღვანელობით; 1936 წლის ოქტომბრიდან დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა თბილისის სამხატვრო აკადემიაში და 1944 წელს მიიღო პროფესორის წოდება; 1942-1948წწ. იყო სამხატვრო აკადემიის რექტორი; 1939 წლიდან ფერწერისა და კომპოზიციის კათედრის გამგე. მხატვარმა შექმნა მრავალრიცხოვანი საინტერესო და ეტაპობრივი ნამუშევარი, რომლებმაც შესამჩნევი კვალი დატოვეს იმდროინდელი ქართული კულტურის განვითარების საქმეში. XX საუკუნის ქართული სახვითი ხელოვნების განვითარების საქმეში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა.

Member of Organizations

  • საქართველოს მშვიდობის დაცვის კომიტეტი , თავმჯდომარის მოადგილე
  • საქართველოს მხატვართა კავშირი , გამგეობის თავმჯდომარე (1951, 1955, 1958, 1972)
  • საქართველოს სსრ რამდენიმე მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი
  • სსრკ მშვიდობის დაცვის კომიტეტი, წევრი
  • სსრკ სამხატვრო აკადემია, ნამდვილი წევრი (1958-)
  • სსრკ სამხატვრო აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1954-)

Awards and Honors

  • 1987 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1982 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1971 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1966 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1963 - სსრკ სახალხო მხატვარი
  • 1958 - ლენინის ორდენი
  • 1946 - საქართველოს სახალხო მხატვარი
  • 1946 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1942 - სსრკ სახელმწიფო პრემია
    მონუმენტური ტილოსათვის – "საპირველმაისო დემონსტრაცია თბილისში 1901 წელს"

Share: