The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სპირიდონ სიმონოვიჩი

Date of birth:11 December, 1845
Date of death:10 January, 1905  (at 59 years)
Category:Geologist, Explorer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ციურიხის უნივერსიტეტი 1871 წელს.

1865-1870წწ. იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილების თავისუფალი მსმენელი. ერთხანს სწავლობდა ბონის უნივერსიტეტში.

1872 წლიდან მუშაობდა კავკასიის სამთო სამმართველოს გეოლოგიის განყოფილებაში გეოლოგად. თვალსაჩინო როლი შეასრულა კავკასიის გეოლოგიური აგებულებისა და სასარგებლო წიაღისეულის კვლევის საქმეში. მისი სამეცნიერო შრომები შეეხება კავკასიონის სამხრეთ კალთის ნაოჭა სისტემის, საქართველოსა და ართვინ-ბოლნისის ბელტებისა და თრიალეთის რეგიონული გეოლოგიური მეზო-კაინოზოური ნალექების სტრატიგრაფიისა და პალეონტოლოგიის საკითხებს. შეისწავლა ჭიათურის მანგანუმის, ტყიბულის ქვანახშირის და აფშერონის ნახევარ კუნძულის ნავთობის საბადოები. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9-თბ., 1985.-გვ.354


Share: