The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შოთა ყავლაშვილი

შოთა ყავლაშვილი
Date of birth:28 January, 1926
Date of death:December, 1995  (at 69 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Architect

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1948 წელს.

1950 წლიდან - "თბილაქალქპროექტის" არქიტექტურული სახელოსნო, არქიტექტორი; 1964 წლიდან - მე-4 არქიტექტურული სახელოსნოს ხელმძღვანელი; 1967 წლიდან საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს სამშენებლო-არქიტექტურული საბჭოს წევრი; 1968-1970წწ. - თბილისის მეტროპოლიტენის სამმართველოს მთავარი არქიტექტორი; 1970 წლიდან ქალაქ თბილისის მთავარი არქიტექტორი და მთავარი არქიტექტურულ-საგეგმო სამმართველოს უფროსი; 1972-1974წწ. - საქართველოს სსრ სავაჭრო პალატის პრეზიდიუმის წევრი და პალატის მხატვარი; 1973-1983წწ. - საერთაშორისო გამოფენის საქართველოს დამოუკიდებელი განყოფილების მთავარი მხატვარი. მისი ხელმძღვანელობით მომზადებული გამოფენები წარმატებით იმართებოდა პარიზში, ბერლინი, ტოკიოში; 1982 წლიდან - საქართველოს სსრ "სახმშენის" თავმჯდომარის მოადგილე. სამეურნეო-ორგანიზატორულ მუშაობასთან ერთად ნაყოფიერ შემოქმედებით საქმიანობასაც ეწეოდა. იგი 100-ზე მეტი არქიტექტურული ნამუშევრის ავტორია. მათ შორის აღსანიშნავია: შოთა რუსთაველის დრამატული თეატრის აღდგენა-რეკონსტრუქცია თბილისში (1950), ყოფილი კარლ მარქსის სახელობის ხიდის რეკონსტრუქცია თბილისში (1965), ქორწინების სახლის შენობა თბილისში (1965), ავტოსადგური ორთაჭალაში (1964), ადმინისტრაციული სახლი მეტრო "ისანთან" (1972), თბილისის სპორტული აუზის კომპლექსი (1979) და სხვ.

წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.148

Member of Organizations

  • აღმოსავლეთის ქვეყნების არქიტექტურის საერთაშორისო აკადემია, აკადემიკოსი
  • თბილისის საქალაქო საბჭოს დეპუტატი და აღმასრულებელი კომიტეტი, წევრი (1980-)

Awards and Honors

  • 1987 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1985 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1981 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
    ქალაქ თბილისის ბარათაშვილის ქუჩის ისტორიული განაშენიანების, რეკონსტრუქცია-რეგენერაციის და კოლმეურნეობის მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის არქიტექტურისათვის
  • 1972 - საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი

Share: