The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თომა მამაიაშვილი

თომა მამაიაშვილი
დაბადების თარიღი:25 დეკემბერი, 1892
გარდაცვ. თარიღი:13 დეკემბერი, 1954  (61 წლის ასაკში)
კატეგორია:ვეტერინარი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ვაქირი, ახლანდელი სიღნაღის რაიონი.

დაამთავრა ხარკოვის ვეტერინარული ინსტიტუტი 1917 წელს.

1918-1930წწ. მუშაობდა სპეციალობის მიხედვით სხვადასხვა საპასუხისმგებლო სამუშაოებზე. 1937 წლიდან გარდაცვალებამდე იყო საქართველოს ზოოტექნიკურ-ვეტერინარული ინსტიტუტის ზოოჰიგიენისა და ვეტერინარიის საფუძვლების კათედრის გამგე. შეისწავლა ცხოველთა ბინებში ამიაკის შემცველობის საკითხები, ქვეშსაფენად თაბაშირიანი მერგელის გამოყენების ზოოჰიგიენური მნიშვნელობა და სხვა. ავტორია 3 სახელმძღვანელოსი და სამეცნიერო ნაშრომებისა ვეტერინარიის დარგში. ვეტექიმი, ვეტერინარულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1946).

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ამიაკის შემცველობის საკითხი ცხოველთა ბინებში ქვეშსაფენად მერგელის გამრყენებისას", დაიცვა 1941 წელს.

 წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.393; mematiane.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: