The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლეონიდე მამალაძე

ლეონიდე მამალაძე
დაბადების თარიღი:16 აგვისტო, 1910
გარდაცვ. თარიღი:24 აპრილი, 1982  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი, მოქანდაკე, მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქალაქი შემახა, აზერბაიჯანი.

დაამთავრა თბილისის ინდუსტრიული ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1936 წელს.

1936-1940წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის ინდუსტრიულ ინსტიტუტში; მხატვრად მუშაობდა კინოსტუდიებში: "ქართული ფილმი"(1941-1946) და "მოსფილმი"(1946-1951). 1951-1954წწ. იყო საკავშირო სასოფლო-სამეურნეო გამოფენის საქართველოს სსრ პავილიონის მთავარი მხატვარი, 1954 წლიდან ისევ "ქართული ფილმის" მხატვარი, 1967-1971წწ. ამავე სტუდიის მთავარი მხატვარი. პარალელურად, 1958 წლიდან, საქართველოს სსრ სახალხო მეურნეობის  მიღწევათა გამოფენის მთავარი  მხატვარ-არქიტექტორი. ნამუშევრები: მონუმენტები "გონების აღმაფრენა"(1960-1961), "შემოქმედება" (1971, ორივე გამოფენის ტერიტორიაზე), საქართველოს სსრ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის პავილიონი ქ. მოსკოვში(პროექტი, 1960, გ. ლეჟავასთან ერთად). გააფორმა კინოფილმები: "გიორგი სააკაძე"( 1-2 სერია, 1943, რ. მირზაშვილთან და მ. გოცირიძესთან ერთად), "დავით გურამიშვილი" (1946, ქ. ლებანიძესთან და ა. უტკინთან ერთად), "ფიცი"(1946), "სტალინგრადის ბრძოლა" (1-2 სერია, 1949), "ოთარაანთ ქვრივი"(1958), "აბეზარა" (1956), "ორი ოკეანის საიდუმლოება" (1956), "მე ვიტყვი სიმართლეს" (1957), "შეხვედრა მთაში" (1966), "ტარიელ გოლუა" (1968) და სხვ.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.393; ქართული ფილმოგრაფია: geocinema.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი
  • სკკპ , წევრი (1954-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს სახალხო მხატვარი
  • 1950 - სსრკ სახელმწიფო პრემია
    ფილმის ''სტალინგრადის ბრძოლა'' (1-2 სერია) გაფორმებისთვის
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: