Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლეონიდე მამალაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქალაქი შემახა, აზერბაიჯანი. დაამთავრა თბილისის ინდუსტრიული ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1936 წელს. 1936-1940წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის ინდუსტრიულ ინსტიტუტში; მხატვრად მუშაობდა კინოსტუდიებში: "ქართული ფილმი"(1941-1946) და "მოსფილმი"(1946-1951). 1951-1954წწ. იყო საკავშირო სასოფლო-სამეურნეო გამოფენის საქართველოს სსრ პავილიონის მთავარი მხატვარი, 1954 წლიდან ისევ "ქართული ფილმის" მხატვარი, 1967-1971წწ. ამავე სტუდიის მთავარი მხატვარი. პარალელურად, 1958 წლიდან, საქართველოს სსრ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის მთავარი მხატვარ-არქიტექტორი. ნამუშევრები: მონუმენტები "გონების აღმაფრენა"(1960-1961), "შემოქმედება" (1971, ორივე გამოფენის ტერიტორიაზე), საქართველოს სსრ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის პავილიონი ქ. მოსკოვში(პროექტი, 1960, გ. ლეჟავასთან ერთად). გააფორმა კინოფილმები: "გიორგი სააკაძე"( 1-2 სერია, 1943, რ. მირზაშვილთან და მ. გოცირიძესთან ერთად), "დავით გურამიშვილი" (1946, ქ. ლებანიძესთან და ა. უტკინთან ერთად), "ფიცი"(1946), "სტალინგრადის ბრძოლა" (1-2 სერია, 1949), "ოთარაანთ ქვრივი"(1958), "აბეზარა" (1956), "ორი ოკეანის საიდუმლოება" (1956), "მე ვიტყვი სიმართლეს" (1957), "შეხვედრა მთაში" (1966), "ტარიელ გოლუა" (1968) და სხვ. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.393; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.486 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |