The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ტარას მამალაძე

დაბადების თარიღი:20 იანვარი, 1856
გარდაცვ. თარიღი:30 ნოემბერი, 1923  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:ეთნოლოგი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხევი, ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სამასწავლებლო სკოლა(საოსტატო ინსტიტუტი) 1879 წელს. მოღვაწეობდა განათლების სისტემაში. მას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართველი ხალხის სამეურნეო ყოფისა და სულიერი კულტურის შესწავლაში. აქვს საყურადღებო ნაშრომები: "სამშობლოს სურათები" (ნაწ. 1-3, ქუთ., 19017-19), "გურულთა ხალხური ჩვეულებანი და რწმენები" (1893, ''სმომპკ''.N XVII. განყ. II-რუს. ენაზე), "სასოფლო სამეურნეო კულტურები შემახის ოლქში"(1908, N 39, იქვე). ეთნოგრაფი , საზოგადო მოღვაწე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.394


გააზიარე: