The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ქეთევან ქემოკლიძე

ქეთევან ქემოკლიძე
Date of birth:7 July, 1981  (43 years)
Category:Singer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია(ვოკალრუი), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2005 წელს(საერთაშორისო–ეკონომიური ურთიერთობები).

 2005–2007წწ. სწავლობდა ლა სკალას აკადემიაში, სადაც უგამოცდოდ ჩაირიცხა ჰ. ბელვედერის კონკურსზე გამარჯვების შედეგად; თბილისის კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში დებიუტი შედგა: მადალენა, ემილია(ვერდი "რიგოლეტო", "ოტელო"), ამადიგი(ჰენდელი "ამადიგი"); გამოდის მსოფლიოს საოპერო სცენებზე; ქართული რეპერტუარი: ო. თაქთაქიშვილი "მუდარა", ციკლიდან "ხუთი პოემა გ. ტაბიძის ლექსებზე", ფ. არაყიშვილი თამარის კავატინა ოპერიდან "თქმულება შოთა რუსთაველზე"; სხვა რეპერტუარი: კონკია(როსინი "კონკია"), პრეციოზილა, ფენენა, ემილია(ვერდი "ბედის ძალა", "ნაბუქო", "ოტელო"), კარმენი(ბიზე "კარმენი"), სტეფანო(გუნო "რომეო და ჯულიეტა"), ოლგა(ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი"), კლეოპატრა(ბერლიოზი "კლეოპატრა"), პრინცესა კლარისი(პროკოფიევი "სამი ფორთოხლის სიყვარული"), ინესა(დონიცეტი "მარია პადილა"), მეცო–სოპრანოს პარტიები: ვერდი "რიგოლეტო", როსინი "სევილიელი დალაქი", დონიცეტი "ლინდა დი შამუნი", გუნო "ფაუსტი", მოცარტი "ფიგაროს ქორწინება", "ასე იქცევა ყველა", რ. შტრაუსი "სალომე", მასნე "მანონი"; კამერული რეპერტუარი: ბერლიოზი, ვაგნერი, ვერდი, როსინი, ვოკალური ციკლები; ეწევა საკონცერტო მოღვაწეობას, სოლო კონცერტები: Capitole de Toulouze, ბაზელის თეატრი, ლა სკალა, ლაიფციგის საოპერო თეატრი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი; ფილმოგრაფია: "Don Giovani", რეჟისორი კ. საურა, იტალია–ესპანეთი(2009); მიღებული აქვს ადგილობრივი და საერთაშორისო კონკურსების პრემიები: ფ. ვინიასის სახელობის კონკურსის პრემია (ბარსელონა), პლასიდო დომინგოს სახელობის კონკურსი "ოპერალიას" პრემია, ტულუზას საერთაშორისო კონკურსის პრემია, საქართველოს ეროვნული კონკურსის პრემია, ელენე ობრაზცოვას სახელბის კონკურსის პრემია (სანქტ–პეტერბურგი), ა. პუშკინისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური კონკურსის I პრემია (2000, თბილისი), ფესტივალ "მთენის" II პრემია (2000, თბილისი), ჰ. ბელვედერის სახელობის კონკურსის პრემია (2006, ვენა). საოპერო მომღერალი, მეცო–სოპრანო.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 488


Share: