შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლანა ქეცბა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა ქ. სოხუმის მუსიკალური სასწავლებელი 1953 წელს(საფორტეპიანო), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1958 წელს (მუსიკის ისტორია). 1958–2004წწ. იყო ქ. სოხუმის მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი(მუსიკალური ლიტერატურა), 1961–1974წწ. სიხუმის I მუსიკალური სკოლის დირექტორი, 1974–1993წწ. მუსიკალური სასწავლებლის დირექტორი; 1971–1992წწ. და 1992–2004წწ. აფხაზეთის ასსრ კულტურის მინისტრი; 1996–2004წწ. საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე; 2004–2006წწ. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე; 2006 წლიდან "აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის" დამაარსებელი და თავმჯდომარე; 1992 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს თბილისში; აფხაზეთიდან დევნილთათვის მართავს საქველმოქმედო კონცერტებს, გამოფენებს, შეხვედრა–საღამოებს; გასტროლებით შემოიარა: საფრანგეთი, შვეიცარია, პოლონეთი, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ "დიოსკურია"–სთან ერთად; მუსიკისმცოდნე–ისტორიკოსი, საზოგადო მოღვაწე. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 489; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა: facebook.com; abkhazia.gov.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |