The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლანა ქეცბა

ლანა ქეცბა
ოფიციალური სახელი:სვეტლანა ქეცბა
დაბადების თარიღი:17 ოქტომბერი, 1933  (90 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა ქ. სოხუმის მუსიკალური სასწავლებელი 1953 წელს(საფორტეპიანო), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1958 წელს(მუსიკის ისტორია).

1958–2004წწ. იყო ქ. სოხუმის მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი(მუსიკალური ლიტერატურა), 1961–1974წწ. სიხუმის I მუსიკალური სკოლის დირექტორი, 1974–1993წწ. მუსიკალური სასწავლებლის დირექტორი; 1971–1992წწ. და 1992–2004წწ. აფხაზეთის ასსრ კულტურის მინისტრი; 1996–2004წწ. საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე; 2004–2006წწ. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე; 2006 წლიდან "აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის" დამაარსებელი და თავმჯდომარე; 1992 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს თბილისში; აფხაზეთიდან დევნილთათვის მართავს საქველმოქმედო კონცერტებს, გამოფენებს, შეხვედრა–საღამოებს; გასტროლებით შემოიარა: საფრანგეთი, შვეიცარია, პოლონეთი, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ "დიოსკურია"–სთან ერთად; მუსიკისმცოდნე–ისტორიკოსი, საზოგადო მოღვაწე.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 489

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კავკასიის ხალხთა მეცნიერების აკადემია, აკადემიკოსი (2001-)
  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშრი, წევრი
  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშრის გამგეობა, წევრი
  • სსრკ კომპოზიტორთა კავშირის გამგეობა, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2011 - მართლმადიდებელი ქართული ეკლესიის წმ. გიორგის ოქროს მედალი
  • 2003 - ღირსების ორდენი
  • 2002 - პოლონეთის სენატის მედალი
  • 1997 - იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია
  • 1977 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1971 - აფხაზეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: