შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით მამამთავრიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1929 წელს. 1942-1950წწ. მუშაობდა ჯერ ამიერკავკასიის ფრონტის, შემდეგ კი, 1950 წლამდე, ამიერკავკასიის სამხრედრო ოლქის მთავარ ქირურგად. 1950-1953წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის რექტორი, 1954 წლიდან კი ამავე ინსტიტუტის ქირურგიის კათედრის გამგე, ერთდროულად, 1954-1959წწ. საქართველოს სსრ ჯანდაცვის მინისტრი. მისი ძირითადი შრომები ეძღვნება ჯანდაცვის ორგანიზაციის, სისხლძარღვთა, სანაღვლე გზების, ნაწლავების, ჩიყვისა და მწვავე მუცლის ქირურგიული მკურნალობის, კუჭნაწლავისა და ძვლების სიმსივნეების, ანესთეზიოლოგიისა და ქირურგიული ენდოკრინოლოგიის საკითხებს. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1941), პროფესორი (1945). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.394; კომპანია "ავერსი": aversi.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.486-487 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |