| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით მამამთავრიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1929 წელს. 1929-1932წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პათოლოგიური ანატომიის კათედრის ასისტენტი; 1932-1941წწ. ამავე ინსტიტუტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის ორდინატორი; 1937-1941წწ. თბილისის ცენტრალური ლაბორატორიის გამგე; 1942-1950წწ. მეორე მსოფლიო ომის დროს მუშაობდა ჯერ ამიერკავკასიის ფრონტის მთავარ ქირურგად, ამიერკავკასიის სამხრედრო ოლქის მთავარ ქირურგად; 1950-1953წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პრორექტორი სასწავლო დარგში; თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის რექტორი (1953); ამავე ინსტიტუტის მეორე ქირურგიული კათედრის გამგე და იმავდროულად 1954-1959 წლებში საქართველოს სსრ ჯანდაცვის მინისტრი; ავტორია 340 მეცნიერული ნაშრომის, მათ შორის 21 მონოგრაფიისა. მისი ძირითადი შრომები ეძღვნება ჯანდაცვის ორგანიზაციის, სისხლძარღვთა, სანაღვლე გზების, ნაწლავების, ჩიყვისა და მწვავე მუცლის ქირურგიული მკურნალობის, კუჭნაწლავისა და ძვლების სიმსივნეების, ანესთეზიოლოგიისა და ქირურგიული ენდოკრინოლოგიის საკითხებს; შესრულებული აქვს ორტომიანი სახელმძღვანელო "კერძო ქირურგია" (თანაავტორებთან ერთად). ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1941), პროფესორი (1944). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.394; კომპანია "ავერსი": aversi.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.486-487; საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.318-319 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

