შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მელანია მამაცაშვილ-ბადრიძე![]()
ბიოგრაფიამოღვაწეობდა XIX საუკუნის 50-იან წლებში. ცხოვრობდა სოფელ რუისში (ახლანდელი ქარელის რაიონი), შემდეგ - გორსა და თბილისში. მიიღო შინაური განათლება, შეისწავლა რუსული ენა. მისი დაუმთავრებელი მოთხრობები "კატო და ანას" რუსული თარგმანი დაიბეჭდა ალმანახ "ზურნაში"(1855). მოთხრობა ასახავს იმდროინდელი საზოგადოების ყოფას, მნიშვნელოვანია წერის რეალისტური მანერით. გაზეთ "კავკაზის" რედაქტორმა ე. ვერდერევსკიმ მას მიუძღვნა წერილი (1854, N 59), რომელსაც ერთვის მწერლის ავტობიოგრაფიის ფრაგმენტები. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.395; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.490
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |