The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იოსებ მამაცაშვილი

იოსებ მამაცაშვილი
Date of birth:1810
Date of death:6 September, 1874  (at 64 years)
Burial location:სოფელი რუისი, ქარელის რაიონი
Category:Writer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი რუისი, ახლანდელი ქარელის რაიონი. 

დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია (1827). მუშაობდა გორის ოლქის უფროსის კანცელარიაში, შემდეგ თბილისში, უზენაესი მმართველობის კანცელარიაში, 1829 წლიდან - თარჯიმნად. 1832 წლის შეთქმულების მონაწილე. 1832-1836 წწ. ჯერ პატიმრობაში, შემდეგ გადასახლებაში იყო ქ. ვიატკაში, სადაც გაეცნო გერცენს. 1836 წლიდან გორში ცხოვრობდა. საგლეხო რეფორმის გატარების პერიოდში ყმა გლეხების ინტერესებს იცავდა, რისთვისაც მეორედ გადაასახლეს საქართველოდან. 60-იან წლების დასაწყისში წერილებს, ლექსებსა და თარგმანებს აქვეყნებდა ჟურნალ "ცისკარში" და "გუთნისდედაში". გორში მის ოჯახში იკრიბებოდნენ ცნობილი მწერლები და მოღვაწეები: ი. გოგებაშვილი, დ. ბაქრაძე, ა. ფურცელაძე, კ. მამაცაშვილი, ვ. თულაშვილი და სხვა. აქ დაიბადა პირველად "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დაარსების აზრი. იგი მონაწილეობდა გორის დრამატული წრის მუშაობაში. საზოგადო მოღვაწე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.395


Share: