The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ავთანდილ ჩალაძე

ავთანდილ ჩალაძე
დაბადების თარიღი:15 თებერვალი, 1935  (89 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი მიმოსვლის გზათა ინჟინრის სპეციალობით.

1961-1970წწ. იყო "საქჰიდროენერგომშენის" ტრესტის ენგურჰესის საგზაო-სამშენებლო სამმართველოს უფროსი; 1970 წელს - თბილისი-აეროპორტის ავტოსტრადის მშენებლობის უფროსი; 1971-1974წწ. - საგზაო-სამშენებლო სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1974-1978წწ. - "ინჟმშენის" სამმართველოს, ხოლო 1978-1986წწ. - ჟინვალჰესის მშენებლობის უფროსი; 1986 წლიდან კონცერნ ტრანსპორტის სამინისტროს სამშენებლო სამმართველო "კავგვირაბმშენი", უფროსი; 1992-2001წწ. – სააქციო საზოგადოება კონცერნი "საქგვირაბმშენი", პრეზიდენტი; 2001-2008წწ. – ღია სააქციო საზოგადოება "საქგვირაბმშენი-XXI", გენერალური დირექტორი; 2003 წ – ღსს სკ "ალფა-პლიუსი"; 2008 წლიდან  - შპს სკ "მამისონი", გენერალური დირექტორი; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის: საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ღირსების სიგელი, რუსეთის ფედერაციის დამსახურებული მეგზევის სამკერდე ნიშანი (2004), სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის დამსახურებული მუშაკის (2005), საქართველოს დამსახურებული ჰიდროენერგეტიკოსისა (2007) და დამსახურებული მშენებლის (2007) წოდება.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.816-817; სამშენებლო კომპანია "მამისონის" ვებ-გვერდი: mamisoni.geწიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.267

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    სამშენებლო სფეროში მიღწეული წარმატებისთვის, მსხვილი ობიექტების მშენებლობაში შეტანილი დიდი წვლილისა და შენობა-ნაგებობების აღდგენა-რესტავრაციის დროს გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის
  • 1977 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: