The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ისმაილ იოვიძე

ისმაილ იოვიძე
დაბადების თარიღი:24 აგვისტო, 1884
გარდაცვ. თარიღი:1937  (52 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჯიმასტარო, ქუთაისის მაზრა.

სწავლობდა ქუთაისის საქალაქო სასწავლებელში.

1904 წლის დასაწყისში ხელმძღვანელობდა სასწავლებლის მოსწავლეთა გაფიცვას. ამავე  წელს მიატოვა სწავლა და რსდმპ კავკასიის კავშირის იმერეთ-სამეგრელოს კომიტეტის დავალებით ჯიმასტაროში მოაწყო გლეხთა სოლიდარობის წრე, სადაც ეწეოდა აგიტაციას, ავრცელებდა არალეგარულ ლიტერატურას. ჯიმასტაროში, გუმათში ოფიხეთსა და სხვა სოფლებში ხელმძღვანელობდა გლეხთა წითელ რაზმებს. 1905 წლის დეკემბრის შეიარაღებული აჯანყების დამარცხების შემდეგ თბილისში განაგრძო არალეგარული რევოლუციური მოღვაწეობა. 1918 წელს მონაწილეობდა თბილისის სტუდენტთა ბოლშევიკური ორგანიზაციის შექმნაში, 1918-1920 წლებში მენშევიკური მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლაში. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების  გამარჯვების შემდეგ მუშაობდა სხვადასხა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. ბრალად დაედო, რომ იყო მემარჯვენეთა კონტრევოლუციონერულ დივერსიულ-მავნებლური, ტერორისტული ორგანიზაციის აქტიური წევრი, კონტრევოლუციონერულ საქმიანობით დაკავშირებული იყო დასახელებული კონტრევოლუციონერულ  ორგანიზაციის ხელმძღვანელ წევრებთან, სრულად იზიარებდა მემარჯვენეთა კონტრევოლუციონერულ ორგანიზაციის მითითებებს საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მიზნით შეიარაღებული აჯანყების მომზადებასა და საბჭოთა მთავრობისა და პარტიის ხელმძღვანელების წინააღმდეგ ტერაქტების ჩატარების შესახებ. ეწეოდა ძირგამომთხრელ მავნებლურ საქმიანობას. მიესაჯა დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაციით. რევოლუციონერი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5. თბ., 1980.- გვ. 195

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რსდმ(ბოლშევიკების)-ის თბილისის კომიტეტი, წევრი (1917-)
  • სკკპ (ბ) , წევრი (1934-)
  • სრულიად საკავშირო სავაჭრო პალატის საქართველოს ფილიალი, თავმჯდომარე

გააზიარე: