შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ შილაკაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1955 წელს. 1977 წლიდან მის მიერ დაარსებული ინსტიტუტის - "საქგზამეცნიერების" დირექტორია (1965 წლიდან საქართველოს საგზაო სამეცნიერო-კვლევითი სადგურის პირველი დირექტორი იყო); 1958-1996წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას მოსკოვსა და თბილისში; 1976 წლიდან საქართველოს ტექნიკური შემოქმედებისა და პატენთმცოდნეობის ინსტიტუტის რექტორია; 1978-1991წწ. - საქართველოს ნოვატორთა საბჭოს, 1992 წლიდან - საქართველოს გამომგონებელთა და რაციონალიზატორთა საზოგადოების თავმჯდომარე; 1992 წლიდან - საქართველოს სახელმწიფო პატენტრწმუნებული; მრავალი შრომისა და გამოგონების ავტორი; სამეცნიერო ინტერესების სფეროს წარმოდგენს საგზაო-სატრანსპორტო სისტემების სრულყოფისა და განვითარების პრობლემათა შესწავლა და ინოვაციური მეთოდების პრაქტიკაში დანერგვა. საგზაო დარგში სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის განვითარების სამუშაოები; საგზაო-სატრანსპორტო ქსელის შემდგომი გაუმჯობესებისა და განვითარების საკითხები; საგზაო დარგისთვის საჭირო ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის დამუშავება; ადგილობრივი საგზაო საამშენებლო მასალებისა და მრეწველობის ნარჩენების შესწავლა საგზაო სისტემაში დანერგვის მიზნით; გზებზე მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებების დამუშავება და ახალი ეფექტური ავტოტრანსპორტის დამცავი ნაგებობების შექმნა და მათი დანერგვა. არის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, სახელმძღვანელოს და გამოგონების ავტორი; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; არჩეულია რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის, ნიუ-იორკის, კალიფორნიის (აშშ), მარკონის (იტალია) აკადემიების წევრად. 2013 წელს მიენიჭა "წლის საუკეთესო ინჟინერის" წოდება. ტექნიკური მეცნიერებათა კანდიდატი, ტრანსპორტის სამეცნიერო დოქტორი. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.817; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უწყებები: science.org.ge; science.org.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.49 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |