Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამარ სხირტლაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ლაგოდეხი. დაამთავრა თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრთან არსებული დრამატული სტუდია 1949 წელს. 1949-1967წწ. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი; 1967-1975წწ. რუსთავის თეატრის მსახიობი; 1975 წლიდან კვლავ კ. მარჯანიშვილის თატრის მსახიობი. თეატრში შესრულებული როლები: ფოსინე (კ. ბუაჩიძის "მკაცრი ქალიშვილები"), მაყვალა (მ. ბარათაშვილის "მარინე"), ლამაზისეული (ი. ჭავჭვაძის "კაცია-ადამიანი?!"), მზევინარი (ა. ყაზბეგის "მოძღვარი"), მაია (დ. კლდიაშვილის "უბედურება"), მისის პირსი (ბ. შოუს "პიგმალიონი"), გვირისტინე (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), გონერილა (უ. შექსპირის "მეფე ლირი"), ეკა (ო. იოსელიანის "ექვსი შინაბერა და ერთი მამაცაცი"), დედა (ნ. დუმბაძის "საბრალდებო დასკვნა") და სხვ.; გადაღებულია ფილმებში: "არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ“ (1975), "წინაპართა მიწა" (დარია, 1979), "დღეს ღამე უთენებია" (მოხუცი ევა, 1983), "ადამიანთა სევდა" (1984), "ფესვები" (1987), "ზვარაკი" (1990), "ლუკას სახარება" (1998), "ნუცას სკოლა" (ნიკას დედა, 2000), "ჯართოსანი"(მართა, 2009), "გული+" (2011), "37-" (2012) და სხვ. 2010 წელს კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის წინ გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი, გამოიცა საიუბილეო ალბომი "თამარ სხირტლაძე" (2014, ავტორი დიმიტრი ხვთისიაშვილი). 2019 წელს მიენიჭა "წლის პერსონის" წოდება, ასევე იმავე წელს დაჯილდოებულია საქართველოს თეატრალური საზოგადოებისგან "ელისაბედ (ლიზა) ჩერქეზიშვილის სახელობის ჯილდოთი". თეატრისა და კინოს მსახიობი. წყარო: თბილისი, ენციკლოპედია, თბ., 2002, გვ. 847; საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1989.-გვ.42; ეროვნულ ფილმოგრაფია: geocinema.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.273 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |