The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე ქორთუა

დაბადების თარიღი:4 მარტი, 1910
გარდაცვ. თარიღი:1964  (53 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ლიხნი, გუდაუთის რაიონი.

სწავლობდა მოსკოვის მუშფაკში, მცირე ხნით ლენინგრადის სამხატვრო აკადემიაში, თბილისის სამხატვრო აკადემიაში 1935 წელს, პარალელურად თეატრალურ ინსტიტუტში.

ბავშვობიდან გატაცებული იყო ხალხური სიმღერით; იყო ხალხური შემოქმედების სახლის დირექტორი, სადაც ჩამოაყალიბა ხანდაზმულთა გუნდი; ამ უნიკალურ გუნდში გააერთიანა 100 წლის ასაკს გადაცილებული მოხუცები, რომელთა სიმღერა და ცეკვა აღბეჭდილია მოკლემეტრაჟიან კინოფილმში "სიჭაბუკე სიბერემდე"(რეჟისორი შ. ხომერიკი), ფილმის კონსულტანტი იყო ივანე ქორთუა; მთელი ცხოვრება აგროვებდა აფხაზურ ხალხურ სიმღერებს და გამოსცა კიდეც; თხზულებები, სიმღერები: "სანჭარა", "მონადირის სიმღერა", "პიონერული", საფორტეპიანო პიესა "ყიყლიყო მამალო"; თვითნასწავლი კომპოზიტორი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 492

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1956 - აფხაზეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: