Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ივანე ქორთუა![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ლიხნი, გუდაუთის რაიონი. სწავლობდა მოსკოვის მუშფაკში, მცირე ხნით ლენინგრადის სამხატვრო აკადემიაში, თბილისის სამხატვრო აკადემიაში 1935 წელს, პარალელურად თეატრალურ ინსტიტუტში. ბავშვობიდან გატაცებული იყო ხალხური სიმღერით; იყო ხალხური შემოქმედების სახლის დირექტორი, სადაც ჩამოაყალიბა ხანდაზმულთა გუნდი; ამ უნიკალურ გუნდში გააერთიანა 100 წლის ასაკს გადაცილებული მოხუცები, რომელთა სიმღერა და ცეკვა აღბეჭდილია მოკლემეტრაჟიან კინოფილმში "სიჭაბუკე სიბერემდე"(რეჟისორი შ. ხომერიკი), ფილმის კონსულტანტი იყო ივანე ქორთუა; მთელი ცხოვრება აგროვებდა აფხაზურ ხალხურ სიმღერებს და გამოსცა კიდეც; თხზულებები, სიმღერები: "სანჭარა", "მონადირის სიმღერა", "პიონერული", საფორტეპიანო პიესა "ყიყლიყო მამალო"; თვითნასწავლი კომპოზიტორი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 492 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |