The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლადო ქუთათელაძე

ლადო ქუთათელაძე
ოფიციალური სახელი:ვლადიმერ ქუთათელაძე
დაბადების თარიღი:5 აპრილი, 1902
გარდაცვ. თარიღი:15 ნოემბერი, 1981  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხონი.

დაამთავრა ქ. ფოთის გიმნაზია, თბილისის სამხატვრო აკადემია 1930 წელს(გრაფიკა).

1930–1981წწ. იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის პედაგოგი, 1967 წლიდან პროფესორი, 1946–1950წწ. გრაფიკის ფაკულტეტის დეკანი; მუშაობდა დაზგურ გრაფიკაში(ქსილოგრაფია, ლითოგრაფია, ოფორტი, ლინოგრავიურა, ექსლიბრისი); "სარმას" დამაარსებელთაგანი და წევრი; ნაყოფიერად მუშაობდა  წიგნის გაფორმების დარგში(100–ზე მეტი, მათ შორის "ვეფხისტყაოსანი" 1937); შექმნა ქართული მხატვრული შრიფტის 60–ზე მეტი სახეობა, მრავალი ექსლიბრისი; მოწაფეები: ე. ბურჯანაძე, დ. ნოდია, ლ. ზამბახიძე, გ. წერეთელი; მუსიკალური თემატიკა: "ქართული მუსიკის კლასიკოსები. რჩეული"(თბილისი 1960), ხელოვნების ოლიმპიადების, დეკადების ემბლემები, სახელოვნებო ღონისძიებათა მხატვრული პლაკატები, აფიშები, მოსაწვევი ბარათები; ქართველ მუსიკოსთა ექსლიბრისები; გრაფიკოსი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 494

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: