The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოსებ ქუთათელაძე

იოსებ ქუთათელაძე
დაბადების თარიღი:23 აპრილი, 1917
გარდაცვ. თარიღი:14 მარტი, 1989  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

1933–1934 წლებში მუშაობდა ქვეოსტატად თბილისის აბრეშუმსაქსოვ ფაბრიკაში. 1934-1937 წლებში სწავლობდა კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრთან არსებულ სტუდიაში. 1935–1941 წლებში მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია, სადაც განასახიერა შემდეგი როლები: ჟერონტი (მოლიერის "ძალად ექიმი"), მიჩმანი (ა. კორნეიჩუკის "ესკადრის დაღუპვა"), მედუქნე და ფირალი (შ. დადიანის "ნინოშვილის გურია"), გასტონი (ა. დიუმას "მარგარიტა გოტიე") და სხვა. 1943–1946 წლებში ი. ქუთათელაძე დმანისის კულტურის სახლის დირექტორი და რეჟისორია, 1946 წლიდან კი - ვ. აბაშიძის სახ. მუსკომედიის თეატრის მსახიობი, სადაც შეასრულა 100- მდე როლი. მათ შორის აღსანიშნავია: კასიანე, ევტიხი (შ. მილორავას "სიმღერა თბილისზე", "დალი"), კავალკადოსი (ი. მილიუტინის "ჩანიტას კოცნა"), ხუნდაძე (შ. ჯოჯუას "მეკარე"), ჰერცოგი კატაპულა (ჯ. ოფენბახის "პერიკოლა"), კარლი, როსდორფი, პინპრინეტი (ი. კალმანი "მარიცა", "სილვა", "ბაიდერა"), პროფესორი (ა. კერესელიძის "თბილისის ცის ქვეშ"), თავადი დავითი (შ. აზმაიფარაშვილის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), მალონო (რ. ფრიმლისა და გ. სტოტჰარტის "როზ-მარი"), სოლეიმან ხანი (ტ. ბაქრაძის "შაითან ხიხო"), თედო (ვ. აზმაიფარაშვილის "შვილი ძმანი გურჯანელნი"), ბენო (შ. მილორავას "ჯარში მიდის დედისერთა"), გეურქა (ვ. ცაგარეიშვილის "მზის დაბნელება საქართველოში"), იპოლიტე, ტომპსონი (გ. ცაბაძის "ტრფობის ბადეში", "ჩემი შეშლილი ძმა"), მარკიზ სემბრიოში (ფ. ლეგარის "მხიარული ქვრივი", ფრასკატი (ი. კალმანის "მონმარტის ია"), ჰარისონი (ქ. პორტერის "მაკოცე, კეტ") და სხვა. მოღვაწეობდა თბილისის მუსიკალური კომედიის თეატრში. 1948–1949 წლებში ქუთათელაძემ გაიარა კვალიფიკაციის ამაღლების სარეჟისორო კურსები ლენინგრადში. მის მიერ შესრულებული მთავარი როლებია: ნ. გაბუნია "ყვარყვარე", მ. ჩირინაშვილი "ძველი თბილისის სურათები", ვ. აზარაშვილი "ბიჭუნა" (1976), პრემიერა, ო. თევდორაძე "სიურპრიზების დღე" (1979), პრემიერა, გ. ცაბაძე "მე სიყვარულის მომღერალი ვარ" (1979), პრემიერა, კასიანე "სიმღერა თბილისზე".

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 494; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.42 

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: