The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოსებ ქუთათელაძე

დაბადების თარიღი:23 აპრილი, 1917
გარდაცვ. თარიღი:14 მარტი, 1989  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

1933–1934წწ. სწავლობდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრთან არსებულ სტუდიაში.

1935–1941წწ. იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი; 1943–1946წწ. დმანისის კულტურის სახლის დირექტორი და რეჟისორი; 1946 წლიდან მოღვაწეობდა თბილისის მუსიკალური კომედიის თეატრში; 1948–1949წწ. გაიარა კვალიფიკაციის ამაღლების სარეჟისორო კურსები ლენინგრადში; ქართული რეპერტუარი, მუსიკალური კომედიები: თავადი(შ. აზმაიფარაშვილი "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), ოსეფა(ვ. კურტიდი "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს"), მთავარი როლები(შ. მილორავა "ერთხელ გაზაფხულზე", "დედისერთა ჯარში მიდის"), მთავარი როლი(ნ. გაბუნია "ყვარყვარე"), მთავარი როლი(მ. ჩირინაშვილი "ძველი თბილისის სურათები"), მთავარი როლი(ვ. აზარაშვილი "ბიჭუნა", 1976, პრემიერა), მთავარი როლი(ო. თევდორაძე "სიურპრიზების დღე", 1979, პრემიერა), მთავარი როლი(გ. ცაბაძე "მე სიყვარულის მომღერალი ვარ", 1979, პრემიერა), კასიანე("სიმღერა თბილისზე"); დადგმები: შ. მილორავა "ერთხელ გაზაფხულზე"(1951, პრემიერა); სხვა რეპერტუარი: ჰერცოგი(ოფენბახი "პერიკოლა"), კავალკადორი(მილიუტინი "ჩანიტას კოცნა"), ფრასკატი, პენიჟეკი, პინპრინეტი(კალმანი "მონმარტრის ია", "მარიცა", "ბაიადერი"), ჰარისონი(პორტერი "მაკოცე, კეტ!"), ტომსონი(ლოუ "ჩემი მშვენიერი ლედი").

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 494

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: