შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იუზა ქუთათელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქ. ქუთაისის მუსიკალური სასწავლებელი 1958 წელს, ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1963 წელს(ვოკალური). 1960–1965წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო კაპელის მომღერალი; 1965–1969წწ. ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიის სოლისტი(ბანი); 1970 წლიდან ქ. ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტი; თბილისისა და ქუთაისის ოპერის სცენებზე ქართული რეპერტუარი: აბიო(ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", 1969, ქუთაისის საოპერო თეატრის გახსნა), ცანგალა(ზ. ფალიაშვილი "დაისი"), მაკარი(ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"), შიკრიკი(ო. თაქთაქიშვილი "მინდია"); სხვა რეპერტუარი: კომანდორი(მოცარტი "დონ ჟუანი"), მონტერონე, ბოშა, ეგვიპტის მეფე, ფერნანდო(ვერდი "რიგოლეტო", "ტრუბადური", "აიდა"), მეციხოვნე, მღვდელი, ბონზაი(პუჩინი "ტოსკა", "ჩიო–ჩიო–სანი"), ვარლაამი, მიტიუხა(მუსორგსკი "ბორის გოდუნოვი"), ზარეცკი(ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი"), მოხუცი, გაიდამაკი(პროკოფიევი "სიმიონ კოტკო"). წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 495
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |