The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იუზა ქუთათელაძე

დაბადების თარიღი:17 სექტემბერი, 1931  (92 წლის)
კატეგორია:მომღერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქ. ქუთაისის მუსიკალური სასწავლებელი 1958 წელს, ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1963 წელს(ვოკალური).

1960–1965წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო კაპელის მომღერალი; 1965–1969წწ. ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიის სოლისტი(ბანი); 1970 წლიდან ქ. ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტი; თბილისისა და ქუთაისის ოპერის სცენებზე ქართული რეპერტუარი: აბიო(ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", 1969, ქუთაისის საოპერო თეატრის გახსნა), ცანგალა(ზ. ფალიაშვილი "დაისი"), მაკარი(ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"), შიკრიკი(ო. თაქთაქიშვილი "მინდია"); სხვა რეპერტუარი: კომანდორი(მოცარტი "დონ ჟუანი"), მონტერონე, ბოშა, ეგვიპტის მეფე, ფერნანდო(ვერდი "რიგოლეტო", "ტრუბადური", "აიდა"), მეციხოვნე, მღვდელი, ბონზაი(პუჩინი "ტოსკა", "ჩიო–ჩიო–სანი"), ვარლაამი, მიტიუხა(მუსორგსკი "ბორის გოდუნოვი"), ზარეცკი(ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი"), მოხუცი, გაიდამაკი(პროკოფიევი "სიმიონ კოტკო").

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 495



გააზიარე: