Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გრიგოლ სისოიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი. დაამთავრა მოსკოვის ენერგეტიკის ინსტიტუტი 1931 წელს. 1932 წლიდან - ამიერკავკასიის ენერგეტიკის ინსტიტუტის კათედრის გამგე; შემდგომ კი გარდაცვალებამდე - ვ. ი. ლენინის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ზოგადი ელექტროტექნიკური კათედრის პროფესორი. მისი სამეცნიერო შრომები ეხება ფეროშენადნობთა და კარბიდის მისაღები ელექტრული ღუმელების მუშაობის გამოკვლევას, მძლავრ მადანთერმულ ღუმელებში მიმდინარე ელექტრული მოვლენების შესწავლას, ჩაის დუყის ფიზიკური თვისებების გაზომვის ელექტრული და ფოტოელექტრული მეთოდების დამუშავებას. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1947), პროფესორი (1948). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9-თბ., 1985.-გვ.389; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.305-306 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |