The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ზეგელაშვილი

დაბადების თარიღი:31 მარტი, 1858  (166 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაამთავრა გენერალური შტაბის აკადემია I თანრიგით.

სამხედრო სამსახურში იყო 1876 წლიდან. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის (1877–1878) ომში. 1895 წლიდან იყო კავკასიის ქვეითი დივიზიის შტაბის უფროსი. 1897 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. 1913 წლიდან მეთაურობდა 21-ე საარმიო კორპუსის 33-ე ქვეით დივიზიას კიევში. 1917 წლიდან იყო ჩრდილო-დასავლეთ ფრონტის მე-3 საარმიო კორპუსის სარდალი. რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (XX საუკუნის 10-იანი წლები).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.330

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წმინდა სტანისლავის ორდენი
  • წმინდა ანას ორდენი
  • წმინდა ვლადიმირის ორდენი
  • წმინდა გიორგის ორდენი
  • თეთრი არწივის ორდენი

გააზიარე: