შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან ზაქარეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგია-გეოფიზიკის ფაკულტეტი 1975 წელს; საკავშირო კინემატოგრაფიის კინოსარეჟისორო და სასცენარო კურსები 1985 წელს. 1976-1977წწ. მუშაობდა საქპროექტში გეოლოგად; 1977-1980წწ. მშენებლობაზე ინჟინრად; 1980-1982წწ. გორკის სახელობის კინოსტუდიაში რეჟისორის ასისტენტად; 1985 წლიდან კინოსტუდია "ქართულ ფილმში" დამდგმელ რეჟისორად. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "მამა" (1984), "ნისლი" (1985), "თემო" (1986), "ისინი" (1992), "თბილისი-თბილისი" (2005); სცენარის ავტორია ფილმების: "მამა" (1984), "ნისლი" (1985), "თემო" (1986), "ისინი"(1992), "თბილისი-თბილისი" (2005); პროდიუსერია ფილმის: "თბილისი-თბილისი" (2005). წყარო:ეროვნული ფილმოგრაფია:geocinema.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |